თეგებით ძიება

დარწმუნებული ვარ, გულში ყველას მოსწონს, რაც გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაში - თბილისის მერი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "მომდევნო 4 წელი ძალიან მაგარი პროექტები განხორციელდება".

"ჩვენ გვაქვს იმის შანსი, რომ ეს 4 წელი სწორად გამოვიყენოთ ქალაქის მართვისთვის და ძალიან მაგარი პროექტები განვახორციელოთ, ისეთი, რომ ამ ქალაქში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა იამყოს. იმათმაც, ვისაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, შეიძლება ღიად არ დააფიქსირონ თავიანთი შეხედულება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულში ყველას მოსწონს, რაც გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაში. იმიტომ, რომ ისინიც სარგებლობენ ამ ინსფრასტრუქტურით, ისინიც გადაადგილდებიან ახალი საზოგადოერივი ტრასნპორტით, მათი შვილებიც იყენებენ საბავშვო ინფრასტრუქტურას, როემლიც ჩვენ შევქმენით და ის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ ამ მიმართულებით, ისინიც სარგებლობენ მწვანე სივრცეებით, განახლებული პარკებით, მოწესრიგებული სკვერებით და ა.შ.", - განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა