სლოვაკეთის პრემიერს ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა. ის კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ განაცხადა ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს დირექტორმა, სადაც ფიცო იმყოფება.
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ სამედიცინო ჯგუფმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პაციენტის მდგომარეობა დადებით პროგნოზთან მიახლოებულიყო.
კალინიაკის თქმით, ფიცოს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯერ კიდევ მძიმეა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალიზებულია. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.