თეგებით ძიება

კახა კალაძე გამგებლებს ავალებს, კვირაში ორი დღე მოქალაქეების მიღებისთვის გამოყონ

თბილისის მერი კახა კალაძე გამგებლებს ავალებს, კვირაში 2 დღე - ხუთშაბათი და პარასკევი მოქალაქეების მიღების დღეებად გამოაცხადონ.

კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადამიანების ჩართულობა იმ პროექტებში, რომელის განხორციელებას აპირებენ.

"გამგებლებს გავალებთ, რომ გამოყოთ კვირაში 2 დღე — ხუთშაბათი, პარასკევი, რომელიც იქნება მოქალაქეების მიღების დღეები და მოუსმინოთ ადამიანებს. მე კარგად მესმის ისიც, რომ ყველა პრობლემას, ყველაფერს ვერ მოვაგვარებთ და ვერ მოვაწესრიგებთ, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხი, რაღაცას რომ ვერ ვუკეთებთ და რაღაცა შეიძლება კანონს ეწინააღმდეგებოდეს, რაღაც არ გამოდის, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი და უნდა იცოდეს კონკრეტული მოთხოვნა რაც აქვს, რატომ ვერ კეთდება", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ხუთშაბათსა და პარასკევს მოქალაქეების მიღება გაიმართება თბილისის მერიაშიც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა