თეგებით ძიება
09. 12. 2021 მსოფლიო

ახალი ზელანდია მომავალი თაობებისთვის მოწევას სრულად აკრძალავს

ახალი ზელანდია მომავალი თაობებისთვის მოწევას სრულად აკრძალავს. ხელისუფლების მიზანია, ქვეყნის მოსახლეობამ თანდათანობით მოწევა შეწყვიტოს.

"გვინდა, რომ ახალგაზრდა თაობამ მოწევა არასოდეს დაიწყოს" - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა აიშა ვერალმა.

ამ აკრძალვის გარდა, იგეგმება თამბაქოს პროდუქტები რაც შეიძლება რთულად ხელმისაწვდომი გახდეს და სიგარეტში ნიკოტინის შემცველობა შემცირდეს. მნიშვნელოვნად შეიზღუდება, სიგარეტის გაყიდვის ადგილები. თამბაქოს პროდუქტები აღარ გაიყიდება სუპერმარკეტებსა და პატარა მაღაზიებში. მთლიანობაში იმ მაღაზიების რაოდენობა, სადაც სიგარეტი იყიდება, 8 000-იდან 500-მდე შემცირდება.

ექიმები და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მოწევის საწინააღმდეგო ახალ პოლიტიკას და "მსოფლის წამყვან რეფორმებს" მიესალმებიან.

"ეს ადამიანებს დაეხმარება მოწევას თავი დაანებონ, ან ნაკლებად მავნე პროდუქტებზე გადავიდნენ. ასევე ნაკლებ სავარაუდო იქნებოდა, რომ ახალგაზრდები ნიკოტინზე დამოკიდებულები გახდებიან" - თქვა ოტაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯანეტ ჰუკმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა