თეგებით ძიება

„ეს არის ჯალათების ხელისუფლება...“ - რას ამბობს ვატო წერეთელი

„ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ მამამისის სიკვდილით პირადად ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული.

„6 თვის წინ მამას უმძიმესი ოპერაცია გავუკეთეთ თირკმელზე, ჰქონდა კიბო, რის გამოც ახლა გვიწევს ისევ გასვლა ქვეყნის გარეთ. პროკურატურას 4 დღეა, უკვე მივმართეთ, რომ მას მისცენ საშუალება, გავიდეს სამკურნალოდ. 4 დღეა, პროკურატურა საერთოდ პასუხსაც არ გვცემს. ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის შურისძიება ჩემს ოჯახზე. მას უნდა, რომ ჩემი ოჯახის წევრის ლეტალური შედეგი დადგეს. თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე ხნის წინ იმდენი ატარეს სასამართლო დარბაზში, რომ ბოლოს ადამიანი გულის შეტევით საავადმყოფოში მოახვედრეს. ეს რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის შურისძიებაა ჩემს ოჯახზე, ამას პირადად მე დავამტკიცებ. ადამიანმა 6 თვის წინ უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა თირკმლის კიბოსი. დღეს რომ სასამართლოს არ გასჩენოდა რაიმე კითხვა, რომ არიდება უნდოდა სასამართლოსი, გადავწიეთ ყველაფერი, რომ დღეს მიეცა მას ჩვენება. ჩვენებასაც იძლევა, მაგრამ ჩვენების მერეც კი პროკურატურა 4 დღეა, ჩვენ არ გვეუბნება არანაირ პასუხს. ეს არის ჯალათების ხელისუფლება“, - განაცხადა ვატო წერეთელმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს,ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა