თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება მესამედ შეუზღუდეს - ადვოკატი

ადვოკატ, ბექა ბასილაიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება კიდევ ერთხელ შეუზღუდეს.

"დღევანდელ სასამართლოზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების პანიკური შიში გრძელდება. უკვე სამგზის შეუზღუდეს მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება. მათ ეშინიათ, რომ რომელიმე თქვენგანის ეთერში არ დარეკოს მიხეილ სააკაშვილმა და არ ისაუბროს მაყურებელთან.

საფუძველი რაც დაუდეს იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში და არ უნდა ჰქონდეს სატელეფონო ზარების უფლებაო და ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ აქვს. ყალბი ინფორმაციის საფუძველზე უზღუდავენ მას უფლებებს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა