თეგებით ძიება

"ასეთი სცენის შემსწრეს, მინდა ხოლმე გავქრე" - ჟურნალისტი მაღაზიაში მომხდარ შემთხვევაზე ემოციურად წერს

ჟურნალისტის, ნინო თარხნოშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ბარნი" რა ღირს?
- ლარი და 10.
შუა ასაკის ქალი დასტრიალებს ტკბილეულის დახლს. გაიწვდის ხელს "ბარნისკენ", უკან გამოსწევს, კიდევ გაიწვდის, მერე ისევ უკან გამოსწევს.
- ეს ჩუპა-ჩუპსია, ხო?
- დიახ.
- რა ღირს?
- დიდი ჩუპა-ჩუპსი 50 თეთრი.
- ფორთოხლისაა ხო ეს?
- კი, ფორთოხალია.
- ხო, არ მინდა "ბარნი". ფორთოხლის ჩუპა-ჩუპსი იყოს.
ხურდას უჩხრიალებს გამყიდველს ხელში და გადის პატარა მაღაზიიდან.
განა პირველად ვაწყდები მსგავს სცენებს უბნის სასურსათო მაღაზიებში.

განა არ ვიცი, როგორ ცხოვრობს ხალხი, მაგრამ ასეთი სცენის შემსწრეს, ყოველ ჯერზე მინდა ხოლმე გავქრე, თითქოს იქ არ ვარ, თითქოს სხვას არავის ესმის ხელმოკლე მყიდველისა და გამყიდველის დიალოგი, თითქოს ეს მხოლოდ მათი საიდუმლოა", - წერს ნინო თარხნიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა