თეგებით ძიება

"ორივე ფილტვის ანთება აქვს, ახველებს, ვერ დგება… და გადაწყვიტა დანებდეს" - გიგა მაქარაშვილი მოხუცის გადარჩენას ითხოვს

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას ბენეფიციარის გადარჩენაში დახმარებას სთხოვს.

"ერთი ჩუმი, უპრეტენზიო ბენეფიციარი მყავს, 74 წლის ვიტალი
არასდროს არაფერზე შევუწუხებივარ, ჩვენით მიგვაქვს სეზონური სამოსი, საკვები თვეში 3-4 ჯერ.
რამდენჯერმე კომუნალურები გადავუხადეთ.

დღეს პირველად დამირეკა, უნდა დაგემშვიდობოო.
სად მიდიხარ თქო ვკითხე და ცოლთანო (მეუღლე გარდაცვლილი ყავს )
გაციებულა, ორივე ფილტვის ანთება აქვს, ახველებს, ვერ დგება… და გადაწყვიტა დანებდეს
ჰო და არ ვაპირებ ეგრე მარტივად გავუშვა.

370₾ ჯდება ახლა მისი წამლები. ექიმი მყავდა მიყვანილი და თუ მოუვლით საახალწლოდ ფეხზე დადგებაო.
მომეშველეთ და გამაცოცხლებინეთ.

პოსტის დაწერიდან 26 წუთში ყველა წამალი გვაქვს. უკვე გვყავს ექთანი, რომელიც ყოველ დღე მივა და ნემსებს გაუკეთებს!
რა კარგები ხართ ", - წერს მაქარაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა