თეგებით ძიება

"ნაცმოძრაობის" წევრი, რომლის ქორწილმა ბათუმში სკანდალი გამოიწვია, პირველ კომენტარს აკეთებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გოგიტა სოლომონიძე, რომლის ქორწილმა ბათუმში საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ ქორწილი ჩატარდა სრული რეგულაციების დაცვით.

"მინდა, გამოვეხმაურო იმ რეაქციას, რაც ჩემმა ქორწილმა გამოიწვია.
პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ჩემი ბედნიერება გაიზიარა და გვერდში დამიდგა.
ასევე, მინდა, გამოვეხმაურო იმ აგრესიას რაც სახელუსუფლებო ტელევიზიებით გაშუქდა.
მინდა მოგახსენოთ, რომ ქორწილი ჩატარდა სრული რეგულაციების Დაცვით.
მწვანე პასპორტით;
პსრ ტესტით;
სწრაფი ტესტით;
მადლობა ამისთვის დარბაზის ხელმძღვანელობას.

ჩემი თხოვნა მედიის მიმართ იქნება ის, რომ გაერკვიონ დეტალებში და შემდეგ გააშუქონ სიუჟეტები და დაწერონ სტატიები.
რომ არა ჩემი პოლიტიკური ხედვა, დარწმუნებული ვარ, არავინ დაიტერესდებოდა და ისე ჩაივლიდა ჩემი ქორწილი, როგორც სხვა ქორწილები, რომლებიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, ბედნიერება და მშვიდ გარემოში ცხოვრება მინდა ვუსურვო ყველას.
სიძულვილის ენა ჩემთვის მიუღებელია!
მედიისგანაც და ნებისმიერი მოქალაქისგანაც.

და ბოლოს რითიც დაიწყო, იმით დავამთავრებ #თავისუფლებამიშას
ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის", - წერს გოგიტა სოლომონიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა