თეგებით ძიება

"მინდა, მადლობა გადავუხადო ეკატერინე ტიკარაძეს, რომ ამ რთულ სიტუაციაში შეინარჩუნა ადამიანობა" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აწ უკვე ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მადლობას უხდის.

"კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეს [ბიძინა] ივანიშვილმა, მაგრამ არ აპატია ობიექტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა ჩემს საქმეზე. ის რომ მან უარი თქვა, რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყოველგვარი ტყუილები ელაპარაკა, რასაც მას მთავრობა სთხოვდა.

მან შეუერთა თავისი ხმა ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებს. კოვიდპასპორტები იყო ბოლო წვეთი. ახლაც კარგად აჩვენებს ყველაფერს, როგორ არ ადარდებს მთავრობას ადამიანების სიცოცხლე. მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ტიკარაძეს, რომ ამ რთულ სიტუაციაში შეინარჩუნა ადამიანობა", - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში, რომელიც ჟურნალისტებთან მ ისმა პირადმა ექიმმა წაიკითხა.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერს შორის ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით დაპირისპირება იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა