თეგებით ძიება

სააკაშვილი თავს ძალიან სუსტად გრძნობს - პირადი ექიმი

მსჯარვდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, რომ რომ ექსპრეზიდენტი თავს ძალიან სუსტად გრძნობს.

„დღესაც პრეზიდენტი ძალიან სუსტად არის. მე ვიტყოდი, რომ კიდევ უფრო სუსტად მომეჩვენა, ვიდრე ორი დღის წინ, როცა ბოლოს ვნახე“, – აცხადებს ყიფშიძე.

ნევროლოგ ოთარ თოიძის თქმით, ზოგადი სისუსტე, ადვილი განლევადობა, არასტაბილურობა და დაღლილობა სააკაშვილს დღემდე შენარჩუნებული აქვს.

„რაც შეეხება ნერვულ დეფიციტს, რჩება მკვეთრი ნერვული დეფიციტი. ძირითადად ის გამოიხატება კოორდინაციის დარღვევაში. მას უჭირს სწორ ხაზზე სიარული“, – ამბობს ოთარ თოიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა