თეგებით ძიება

"40 წლამდე კაცი საჯდომთან მეხებოდა. ვიფიქრე, ჩანთაა-მეთქი, სანამ საზიზღარი ხვნეშის ხმა და უკვე ხელის მოჭერა არ ვიგრძენი" - სამარშრუტო ტაქსიში 14 წლის გოგო შეავიწროეს

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტრორია ვრცელდება:

"ბებოსგან სახლში მივდიოდი. სამარშრუტო ტაქსის რიგში ვიდექით მე და ჩემი ძმა. უკან ერთი კაცი იდგა და რატომღაც მომეჩვენა, რომ ჩანთა ეკიდა.

როდესაც ავედით სამარშრუტო ტაქსიში, სავარძელზე დაჯდომა მარტო ჩემმა ძმამ მოახერხა (ბოლო სავარძელზე), მე კიდევ შუაში ვიდექი ფეხზე.

ეს კაცი უკან ამომიდგა (დაახლოებით 35-40 წლის იქნებოდა ,მე მაშინ 14 ის ვიყავი). არც ისე მოკლე შორტი მეცვა. საჯდომთან რაღაც მეხბებოდა. ვიფიქრე, ჩანთაა-მეთქი, სანამ საზიზღარი ხვნეშის ხმა და უკვე ხელის მოჭერა არ ვიგრძენი.
ძალიან შემეშინდა. ვუთხარი, იქნებ ხელი გაწიოთ-მეთქი. სადღა გავიწიო, მეტი ადგილი არ არისო, მერე ვიღაცა ქალმა დაუწყო ჩხუბი და ჩავიდა მარშუტკიდან.

რომ ჩამოვედით ეგრევე ჩემს ძმას ვუთხარი და თავი ვერ შევიკავი ტირილისგან.
ახლა 15 წლის ვარ და დღემდე რაღაც შეგრძნება მაქვს როცა სამარშრუტო ტაქსიში ავდივარ... ".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა