რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს უკრაინის ბირთვულ შეიარაღებას - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს უკრაინის ბირთვულ შეიარაღებას. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რაზეც მე არაერთხელ მისაუბრია ჯერ კიდევ მანამ, სანამ კრიზისი ცხელ ფაზაში გადავიდოდა, უკვე მაშინ, ამ მოვლენებამდე, შედარებით რბილად, მაგრამ მაინც საუბრობდა იმაზე, რომ უკრაინას უნდა ჰქონოდა ბირთვული იარაღი. ასეთი საფრთხე შესაბამის რეაქციას გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. შემიძლია პირდაპირ ვთქვა: რუსეთი ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს“, – აღნიშნა პუტინმა.