თეგებით ძიება

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სხდომა თითქმის 4 საათს გაგრძელდა. მორიგი პროცესი 11 იანვარს ჩაინიშნა და მოსამართლე, სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას, სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს.

პროცესის გადადების მიზეზი კი გახდა ის, რომ მას შემდეგ რაც დაცვის მხარემ შემაჯამებელი სიტყვა თქვა, პროკურორებმა დამატებითი დროის მიცემა მოითხოვეს იმისთვის, რომ ადვოკატების დასკვნით სიტყვას კარგად გაცნობოდნენ. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა