თეგებით ძიება

გაზიფიცირების პროცედურა ბინაში - რა დაგჭირდება?

ბინაში გაზის შეყვანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროცედურაა, რადგან იგი უზრუნველყოფს სითბოს და კომფორტს საცხოვრებელ სივრცეში. ამ სტატიაში, განვიხილავთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რა ნაბიჯებია გასავლელი გაზის აბონენტად გახდომისთვის.

კომპანიაში განაცხადის შეტანა - გაზის შეყვანა ახალ ბინაში იწყება შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანიის შერჩევით. საქართველოში არსებობს რამდენიმე კომპანია, რომლებიც სხვადასხვა რეგიონს ემსახურებიან, მაგალითად, "სოკარ გაზი“, "თბილისი ენერჯი“, და სხვ.

იმისათვის, რომ გახდეთ "თბილისი ენერჯის“ მომხმარებელი (აბონენტი), დაიწყო მისამართზე გაზმომარაგება და დაცული იყოს თქვენი უსაფრთხოება, აუცილებელია:

  • თქვენი საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართის/უძრავი ქონების, რომლის გაზიფიცირებაც გსურთ, მშენებლობა იყოს დასრულებული;
  • ოთახი, სადაც მონტაჟდება  გაზის დანადგარები, უზრუნველყოფილი იყოს ბუნებრივი განათებით და განიავებით; 
  • ფანჯარას ან კარს ჰქონდეს გასანიავებელი პატარა სარკმელი ფანჯრის ზედა ნაწილში  ან გადმოკიდება/გადმოკიდების მექანიზმი;
  • ოთახი, სადაც დამონტაჟებულია გაზის დანადგარები, გამოყოფილი იყოს საძინებელი სივრცისგან ტიხრებითა და კარით;
  • საჯარო რეესტრში ფართი იყოს დარეგისტრირებული საცხოვრებლად ან არასაცხოვრებლად.

გარდა ამ ძირითადი მოთხოვნებისა, ადგილზე შესწავლის დროს, თქვენს მიერ შერჩეული გაზის დანადგარების ტექნიკური მახასიათებლებიდან და ადგილზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტირების ეტაპზე დადგინდება დამატებით რა ტექნიკური მოთხოვნების შესრულება იქნება გასათვალისწინებელი გაზიფიცირებისათვის (მაგ.: საჭირო იქნება თუ არა სავენტილაციო მილის მოწყობა და ა.შ.).  

მიერთების მსურველი ვალდებულია წარადგინოს კომპანიაში შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტი. მიერთების დასრულებამდე აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში გაზმომარაგება არ დაიწყება.

განაცხადით მომართვისას, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მისი შესაძლო დახარვეზება, "თბილისი ენერჯი“ გასცემს რეკომენდაციას, რომ განმცხადებელმა გაითვალისწინოს:

  • არის თუ არა იგი ფართის მესაკუთრე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი - ამ შემთხვევაში აუცილებელია ფართის ფლობის შესაბამისი წესით გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა;
  • გსურთ ისეთი ობიექტის გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთება, რომლის მიერ მოხმარებული სიმძლავრე არ აღემატება 100 კუბ.მ/სთ, რადგან აღნიშნული სიმძლავრის საფეხურზე მაღალი სიმძლავრის მოთხოვნა რეგულირდება ურთიერთშეთანხმებით დამკვეთსა და კომპანიას შორის;
  • მისაერთებელი უძრავი ქონება არ არის კომპანიის მიერ უკვე რეგისტრირებული აბონენტი, გარდა არასაცხოვრებელი ფართისა, რომელსაც 10 წლის განმავლობაში არ მოუხმარია ბუნებრივი გაზი და არც მოუმართავს კომპანიისთვის მომარაგების აღდგენის შესახებ;
  • მისაერთებელი უძრავი ქონება მდებარეობს შპს „თბილისი ენერჯის“ მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მეტრის რადიუსში (გარდა კომისიის მიერ განსაზღვრული არაგაზიფიცირებული ტერიტორიული საზღვრებისა);

განაცხადის შესწავლა მოხდება მისი რეგისტრაციიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადს არ მიეცა მსვლელობა და დახარვეზდა, დამკვეთს განაცხადში მითითებულ მობილურის ნომერზე ეგზავნება დახარვეზების მიზეზი, ხოლო გადახდილი თანხა ავტომატურად უბრუნდება განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე ხარვეზის დადგენიდან მომდევნო 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადები და საფასური დამტკიცებულია სახელმწიფო მარეგულირებლის მიერ:

მოთხოვნილი სიმძლავრე გაანგარიშდება გაზის თქვენთვის სასურველი დანადგარების მოხმარების სიმძლავრეების დაჯამებით. დანადგარების სიმძლავრეების დადგენა შესაძლებელია დანადგარის საპასპორტო მონაცემების საშუალებით. სიმძლავრე 0-6 მ3/სთ -მდე - შესაძლებელია მოიცავდეს ძირითადი საყოფაცოხვრებო მოხმარების დანადგარებს ( მაგალითად, გაზქურა და კედლის ქვაბი, ან გაზქურა, წყალგამაცხელებელი და საკედლე ბუხარი).

მოთხოვნილი სიმძლავრე გაანგარიშდება გაზის თქვენთვის სასურველი დანადგარების მოხმარების სიმძლავრეების დაჯამებით. დანადგარების სიმძლავრეების დადგენა შესაძლებელია დანადგარის საპასპორტო მონაცემების საშუალებით. სიმძლავრე 0-6 მ3/სთ -მდე - შესაძლებელია მოიცავდეს ძირითადი საყოფაცოხვრებო მოხმარების დანადგარებს ( მაგალითად, გაზქურა და კედლის ქვაბი, ან გაზქურა, წყალგამაცხელებელი და საკედლე ბუხარი).

0-6 კუბ.მ/სთ საყოფაცხოვრებო მომხარებლებისათვის, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე უზრუნველყოფს შიდა ქსელის მხოლოდ ერთი წერტილის მოწყობას შპს "თბილისი ენერჯის“ მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობით, რაც გულისხმობს ერთ დანადგარამდე ბუნებრივი გაზის მიწოდებას და დაერთებას ფოლადის მილით. აღნიშნული მოთხოვნა საჭიროა თქვენს მიერ დაფიქსირდეს განაცხადის შევსების დროს შესაბამისი ველის მონიშვნით (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების და კორპუსის ერთეული ბინების შემთხვევებისა).

თუ აღრიცხვის კვანძი ითვალისწინებს 0-6 კუბ.მ/სთ ჭკვიანი მრიცხველის მოწყობას, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური შეადგენს 800 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს ჭკვიანი მრიცხველის საფასურის 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა უნდა მოხდეს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.

მიერთების მსურველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ "თბილისი ენერჯი“ ცხრილში მითითებული საფასურისა და ვადების ფარგლებში უზრუნველყოფს უძრავი ქონების ტერიტორიამდე აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის) მოწყობას და გამანაწილებელ ქსელზე დაერთებას (გარდა ზემოაღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევისა, როდესაც ხდება მხოლოდ 1 (ერთი) წერტილის მოწყობაც). ფართში გაზის ჩართვა არ მოხდება, თუ მასში არ არის მოწყობილი შიდა ქსელი, რომელზეც უნდა დაერთდეს გაზზე მომუშავე თქვენთვის სასურველი დანადგარები.

შიდა ქსელის მოწყობას კომპანია ახორციელებს შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე, დამკვეთსა და კომპანიას შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობებით, რომელთა ვადები და საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად, სამუშაოს მოცულობის, სირთულისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა