ქობულეთში ავტომობილი მდინარეში გავარდა - არის მსხვერპლი
ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარე კინტრიშში გადავარდა.
დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.