თეგებით ძიება

როდესაც ყოფილი პრეზიდენტი იპარები საკუთარ ქვეყანაში კონტეინერით, ეს სახელმწიფოს შეურაცხყოფაა - ალეკო ელისაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ის მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად არ თვლის.

"მე არ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ჩემი აზრით, სრული სიგიჟეა სააკაშვილის მოწოდებები, სოფლებში კომიტეტები შექმენით და გამათავისუფლეთო. ამ ბოლო დროს ეს მოწოდებები ცოტა დაარბილა, როგორც ჩანს ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ ეს ასე არ არის. ეს აქციებიც არ მომწონს - "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები "ოცნების" მხარდამჭერებს ეძახიან ივანიშვილის მონებს და ბელადომანია არ მოსწონთ, თუმცა დაბადების დღეზე რომ აქციას აორგანიზებენ, ეს ბელადომანია არ არის?

სააკაშვილი თუ გათავისუფლდება, ეს უნდა მოხდეს სამართლებრივი გზით. არც მე არ ვენდობი სააკაშვილის მიერ შექმნილ სასამართლოს, რომელსაც "ოცნებამ" თავზე ხელი გადაუსვა, მაგრამ სტრასბურგია, რომელსაც ვენდობით, იქ გაიმართლოს სააკაშვილმა თავი.

ვერ იყო სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯი სააკაშვილის მხრიდან, როდესაც კონტეინერით შემოიპარა საქართველოში. იმიტომაც იყო, რომ მას საერთაშორისო მხარდაჭერა არ ჰქონია. არც ერთ დასავლურ ქვეყანას, მისი მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია. როდესაც ყოფილი პრეზიდენტი იპარები საკუთარ ქვეყანაში კონტეინერით, ეს საკუთარი სახელმწიფოს შეურაცხყოფაა,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა