თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადება ცესკო-ზე არასამართლიანია

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეფასება ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილების დამტკიცებასთან დაკავშირებით არასამართლიანია.

"მე მგონი ეს არ არის სწორი შეფასება და იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და რომელსაც ჩვენ ვიღებთ არ აქვს ალტერნატივა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ, ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა არჩევნები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციამ, რაშიც არის თავმჯდომარისა და თითოეული წევრის დამსახურება. მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, მე არ შემიძლია ეს შეფასება შევაფასო, როგორც სამართლიანი", - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა