თეგებით ძიება

“ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიანი პერიოდი უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი და ყველაზე სისხლიანი - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიანი პერიოდი უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი და ყველაზე სისხლიანი.

„პირველ რიგში, ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გასაანალიზებელი თავიანთი მმართველობის 9-წლიანი პერიოდი, თუ რამხელა ტრაგედია იყო ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს იყო უმძიმესი 9-წლიანი პერიოდი, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი, ყველაზე სისხლიანი. რაც შეიძლება რომ ადამიანმა გაიფიქროს, ყველაფერი იკადრეს და გაუკეთეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის უმძიმესი 9-წლიანი მმართველობის პერიოდი“, - განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა