თეგებით ძიება

დანაშაული უნდა აღიაროს და შენდობილი იქნება - მეუფე იოანე სააკაშვილზე

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის, მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, შერიგებისთვის აუცილებელია წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულები აღიარებული იყოს.

„როცა არის ორი დაპირისპირებული მხარე და არის სადავო საკითხები, მაშინ შეთანხმდნენ ამ საკითხებზე. დანაშაული აღიარებული უნდა იყოს. აღიარებული თუ იქნება, შენდობილი იქნება და თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი, მაშინ როგორ შევრიგდებით?

უნდა შევთანხმდეთ თუნდაც ტერმინებზე. მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და ამაზე პასუხი უნდა აგოს მან, ვინც ჩაიდინა. უნდა აღიაროს მაინც, ვინც ეს ჩაიდინა. ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე, დისტანციურად. ეს რა, არ იყო მკვლელობა?“, - აღნიშნა მეუფე იოანემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა