თეგებით ძიება

“მორწმუნე ქრისტიანი” წმინდა გიორგიზე და ეკლესიაზე არ ღლაბუცობს!” - ამირან სალუქვაძე სააკაშვილზე

ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.

ამასთან, სალუქვაძე თავის პოსტში “იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტზე საუბრობს და მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას იმ განცხადებასაც იხსენებს, სადაც ის აცხადებს, რომ ათეულობით მილიონის ქონება, უნივერსიტეტები, სამედიცინო ბიზნესი და უამრავი სხვა რამ, მემკვიდრეობით მიიღო.

“ხომ გახსოვთ სააკაშვილის წინასაარჩევნო ჩართვა “გლავკანალზე”, “მე ვარ მორწმუნე ქრისტიანი,” აღვადგინე გელათი და ბაგრატიო, ახლა ისევ ეკლესიას ესხმის თავს, რუსეთუმეებისგან უნდა გავწმინდოთო.

ის ჩანაწერიც ხომ გახსოვთ, “ერთი პატიოსანი კაცი მხოლოდ წმინდა გიორგი იყოო”, თავის ბომონდთან ერთად ეკლესიაზე და ქრისტიანობაზე რომ ღლიცინებენ?!

“მორწმუნე ქრისტიანი” წმინდა გიორგიზე და ეკლესიაზე არ ღლაბუცობს.

წინასაარჩევნოდ სპექტაკლი დადგა, მორწმუნე ვარო, მისი ჭკუით, ელექტორატის მოსაზიდად.

არჩევნებს შორის შუალედებში რეალურ სახეს აჩვენებს.

როგორც კი ვინმეს საუბარი არ მოსწონთ, ეგრევე იწყება რუსეთუმეობის და პუტინისტობის მოშველიება.

რაც შეეხება “ეკლესიის გაწმენდას”, რითაც იმუქრება.

ჯერ ერთი, ეკლესიის გასაწმენდად არავინ მიგიშვებთ, მაგის თავი რომც გქონდეთ. მეორე, ეკლესია საზოგადოების ნაწილია. როგორც ხალხშია რუსული ვექტორის მომხრეები, არ ვიცი რამდენი პროცენტია, ისევეა ეკლესიაშიც. საზოგადოებასაც რეპრესიებს მოუწყობთ პოლიტიკური?

ზუსტად თქვენ უწყობთ ხელს ანტიდასავლურ განწყობებს, რადგან ყველანაირი ღირებულებების დისკრედიტაცია მოახდინეთ.

დღევანდელ იმედის სიუჟატსაც არ შეიმჩნევთ. სააკაშვილის ვიდეო ხომ გახსოვთ, 16 კვ. მეტრი ლოჯის მოშენებას ვნატრობდითო? დღეს დედამისი ამბობს ათეულობით მილიონის ქონება, უნივერსიტეტები, სამედიცინო ბიზნესი და უამრავი სხვა რამ, მემკვიდრეობით მერგოო. არადა, რაც აჩვენეს მხოლოდ მიზერია.

ეს სიუჟეტიც კი საკმარისია იმისათვის, რომ პოლიტიკაში თავს ვერ უნდა ყოფდეთ.

ისე, მილიონი გამომწერის გვერდზე ბოლო პერიოდის კომენტარები დათვალეთ. იქნებ ასე მაინც მიხვდეთ რამდენად აქტუალურები ხართ დღეს. გაცოცხლებთ მხოლოდ ნაძარცვი მილიონები და პარტიული მედია, თუმცა ეს რესურსებიც ვერ მოგიტანთ შედეგებს.

სიტყვა “შერიგება” არაა აქტუალური. რაც შეეხება შეთანხმებას, თქვენთან არც შეთანხმებაა შესაძლებელი.

შეთანხმება უნდა მოხდეს ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს შორის ერთ საკითხზე: ეთიკის ნორმებზე, პოლიტიკურ კულტურაზე, პოლიტიკაში ყოფნის წესებზე,” – წერს ამირან სალუქვაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა