თეგებით ძიება

„ქართული სპორტისთვის დამღუპველი იქნება“ - ლევან საგინაშვილი აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაზე

მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ქართული სპორტისთვის დამღუპველი იქნება.

„ქართული სპორტისთვის დამღუპველი იქნება. პირადად ჩემზე შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი სტაბილური შემოსავალი მაქვს სპონსორისგან. თუ სპონსორს დავკარგავ, სავარაუდოდ ამ ქვეყნიდან მომიწევს წასვლა ან საერთოდ სპორტისთვის თავის დანებება. იმიტომ რომ მართლა ნოლზე დავრჩები. იმედია გაითვალისწინებენ და რაღაცნაირად ისეთ კანონს მიიღებენ, რომ სათამაშო ბიზნესს დარჩეს ინტერესი დაეხმაროს და დაასპონსოროს“,- აცხადებს საგინაშვილი.

ამასთან, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ძალოსანი ლაშა ტალახაძეც გამოეხმაურა.

„შემიძლია გითხრათ, რომ სპონსორი ძალიან მიდგას გვერდით. რა თქმა უნდა ჩვენი მამოძრავებელი ძალა არიან ჩვენი სპონსორები. სამწუხარო ფაქტი იქნება თუ რომელიმე სპორტსმენი დაზარალდება ამ ყველაფრით და შეწყდება დაფინანსება“, - აცხადებს ტალახაძე.

შეგახსენებთ, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა