თეგებით ძიება

"გადაიკეტება რუსთაველის გამზირი" - ზაალ უდუმაშვილი ხვალინდელი აქციის შესახებ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა,რომ პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა სცენა, საიდანაც გამომსვლელები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

„სცენა მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა იმისთვის, რომ ხელი არ შევუშალოთ საახალწლო ღონისძიებებს. გადაიკეტება რუსთაველის გამზირი. რაც შეეხება მსვლელობას, ზოგი რეგიონიდან ჩამოდის, ზოგი სადღაც შეიკრიბება და ამ მხრივ შეიძლება მსვლელობა იყოს, ასევე თავისთავად იქნება სიტყვით გამოსვლები”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა