თეგებით ძიება

დედაჩემის თვალწინ ბადრაგმა სცადა ჩემი ფანჯრის რაფიდან ძალით ჩამოყვანა, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს დროში დავუქნიე - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, როდესაც ის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სააკაშვილმა აქციაზე მიმავალ კოლონას კლინიკის ფანჯრიდან საკუთარი ხელით დახატული დროშა დაუქნია, რა დროსაც ფანჯრის რაფიდან მისი ჩამოყვანა ბადრაგებმა სცადეს.

გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა:

„დედაჩემის თვალწინ ბადრაგმა სცადა ჩემი ფანჯრის რაფიდან ძალით ჩამოყვანა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს საკუთარი ხელით დახატული და თავის დროზე ჩემი შემოღებული საქართველის დროშა დავუქნიე. ვერ ჩამომიყვანეს ჩემი წინააღმდეგობის გამო. ეს ხალხი ჩემს თვალში საქართველოს არ ემსახურებიან. საოკუპაციო რეჟიმის მსახურები არიან. საქართველოს დროშის დანახვაზე ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონდათ. ძირს საოკუპაციო ხელისუფლება, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“,- აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა