თეგებით ძიება

“კობახიძე ამბობს, თუ გავა სააკაშვილი პოლიტიკიდან, მერე დავილაპარაკოთო…” –ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა , რომ კობახიძე მხოლოდ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლის მერე აპირებს დალაპარაკებას და ე.წ. შერიგებას და მმართველ პარტას შეთანხმების 4 პირობას სთავაზობს.

“ბევრი კითხვაა, ვის უნდა შეურიგდეთ? რა თანხმობა გჭირდებათ? არავინ გაგიჟებულა და კობახიძესთან ჩახუტებას არავინ აპირებს., ჩვენ უნდა შევთანხმდეთ სამართლიან თამაშის წესებზე და ამას აქვს კონრეტული სახელები:
პირველი – ქვეყანაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და თავისუფალი უნდა იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი
მეორე – ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი სასამართლო. ამას არ საუბრობს მხოლოდ ოპოზიცია და ქართველი ხალხი, ყველა ამბობს, რომ ქვეყანაში არის კლანური სასამართლო და ასე თავისუფალი საქართველო არ აშენდება.
მესამე და მნიშვნელოვანი საკითხი – დეპოლიტიზირებული ძალოვანი უწყებები.
მეოთხე – თავისუფალი არჩევნები. კობახიძე ამბობს, თუ გავა სააკაშვილი პოლიტიკიდან, მერე დავილაპარაკოთო. ა, მიშა გავიდეს პოლიტიკიდან, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დააყენა რისკის ფასად, რომ ქვეყანაში იყოს ცვლილებები? ამ ცვლილებებს ქართველ ხალხთან ერთად ყველანი დავაყენებთ.”,- თქვა სიტყვის გამოსვლისას ლევან ხაბეიშვილმა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა