თეგებით ძიება

მოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და ვაქცინის 2022 წლის მარაგიც გვაქვს - ამ კაცმა ეს გააკეთა: ლადო კახაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო კახაძე აცხადებს, რომ ღარიბაშვილზე უკეთესად და ოპერატიულად ვერავინ გაუძღვება ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს.

„ოპონენტები ყოველთვის იქნებიან და სულ რომ ბრილიანტი იყოს, ყოველთვის იტყვიან ნაკლოვანებებზე, ხოლო ხელისუფალი ყოველთვის იტყვის, რომ იმ უბედურებების მიუხედავად, რაც გადავიტანეთ, სისტემა მაინც შევინარჩუნეთ და ჩვენი წილი ვალი მოვიხადეთ. ბევრი ექიმი და ექთანი დაგვეღუპა.

ამათზე უკეთესად და ოპერატიულად ამ პროცესს ვერავინ ვერ გაუძღვება, პლიუს ისეთი პრემიერის ხელში, ვინც მართავს ამ სიტუაციას და საბჭოს. მე მახსოვს ბევრი შეკითხვა – გვაქვს თუ არა ვაქცინები,“სინოვაკი“ ჯერ აღიარებული არ არის და ა.შ. სად არის კოვაქს-პლატფორმიდან ვაქცინები და ა.შ… მოვიდა ეს კაცი [ირაკლი ღარიბაშვილი] და ჩვენ იქითა წლის მარაგიც გვაქვს. ამ კაცმა ეს გააკეთა“, – განაცხადა ლადო კახაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა