თეგებით ძიება

"არ ვაპირებთ ენის მოჩლექას...სამოქმედო გეგმა შედგება სამი ნაწილისგან" - გიგი უგულავა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ყოფილი თბილისის მერი, გიგი უგულავა მედიასთან აქციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და სამოქმედო გეგმაზე საუბრობს.

“სამოქმედო გეგმა შედგება სამი ნაწილისგან:

პირველი – დიალოგი, რომელიც პრეზიდენტმა წამოიწყო და ჩვენ ამ დიალოგში ვმონაწილეობთ.

მეორე - კომპონენტია საერთაშორისო წნეხი და ამ ორმა კომპონენტმა რომ იმუშაოს ამას სჭირდება მოქალაქეების აქტიურობა. უნდა დაინახონ პროტესტი, რომ ხალხი არ შეეგუება პრეზიდნეტის ციხეში გამოკეტვას.

მესამე – ბევრი ადამიანი რისკავს და იწყებს შიმშილობას, შიმშილობა არ არის სიკვდილისთვის, ვიღაცეები ხითხითებდნენ 2 თვის განმავლობაში, შიმშილობა არის მანამდე, სანამ ორგანიზმი საშუალებას იძლევა, მერე ჩაენაცვლება სხვა ადამიანი.

არ ვაპირებთ ენის მოჩლექას, უმნიშვნელოვანესია, რომ დიალოგი წარიმართოს და ქართულ ოცნებას არ მისცემს ეს პროტესტი იმის საშუალებას რომ მოლაპარაკების პროცესი მიაფუჩეჩოს.” - განაცხადა გიგი უგულავამ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა