თეგებით ძიება

"ჩამოვიდა ეს მიშა, დაიჭირეს, ათრიეს, ვკვდებიო, დღეში სამჯერ გვწერდა და ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა" - თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ნიკა მელიას გამოცხადებულ მასობრივ შიმშილობას ეხმაურება და დასძენს, რომ იგი არ ეთანხმება შიმშილობას.

“შიმშილობა, როგორც აქტი, ზოგადად მიუღებელია ჩემთვის. შიმშილობა არ არის ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ჩართული, ეს არის შენი თანამებრძოლების წინააღმდეგ ჩართული წამზომი. თან შიმშილობა დაიწყო, შეიძლება ისეთი მოთხოვნით, რომლის შესრულების მზაობაც არის. ჩემი აზრით, მელიას უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა, მოლოდინები შეიქმნეს ჯერ იმისი, რომ ყველანი ნულები ვართ და მარტო მიშას შეუძლია ბიძინას გადაგდება და გვაძახებინეს, რომ აი, ყველანი ხართ ნულები და მიშა უნდა ჩამოვიდეს და რაღაცას ეშველოს, ჩამოვიდა ეს მიშა, დაიჭირეს, ათრიეს, ვკვდებიო, დღეში სამჯერ გვწერდა და ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა. გაირკვა რომ ნოლები არ ვყოფილვართ. ნიკა მელიას ეს აქტი არის უფრო შიდა მოხმარებისთვის, იმისთვის რომ დაიხსნას ეს შახიდი მიშისტები, რომლებიც მას მოღალატეს ეძახდნენ, იმიტომ რომ მიშა ვერ გამოიხსნა.”- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა "ტვ პირველთან


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა