თეგებით ძიება

"ეს რა არის, რა მაზოხიზმია? მელია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას წამოგორდება და იშიმშილებს" - ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ეხმაურება პოლიტიკოსების მხრიდან შიმშილობის დაწყებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და უკვირს რატო იწყებენ მოქმედი , ხელ-ფეხ თავისუფალი პოლიტიკური ლიდერები შიმშილს.

“მე არ მესმის, რატომ შეიძლება დაიწყონ შიმშილობა პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა, რომლებიც არიან გარეთ, ხელ-ფეხი თავისუფალი აქვთ, ენა აქვთ, არ მესმის, პატიმარი სააკაშვილი როდესაც შიმშილობდა, მაშინ გამართლება ჰქონდა – მას ჰქონდა ერთადერთი საშუალება იმ საკანში. ისიც არ მომწონდა. საერთოდ არ მესმის ეს თვითგვემა ამ 21-ე საუკუნეში. ეს რა არის, რა მაზოხიზმია? ბოდიში, თუ ვიღაცას ზეაღმატებულ ფორმად და წმინდა პროცესად მიაჩნია შიმშილობა, მაგრამ მე არ მესმის. ნაციონალური მოძრაობის გაცხადებული ამოცაანაა სააკაშვილის გათავისუფლების დაჩქარება, ამით ვერ დააჩქარებენ – ოცნებას შეეშინდება? ინერვიულებს? მიშას შიმშილობამ რა შედეგი გამოიღო არ ვიცი, უბრალოდ დრამატიზმი შეიტანა, კი, გვანერვიულა, საზოგადოების ყურადღება მიიღო და ახლა ისევ პატიმრობაშია.

ოცნებაზე ზეწოლის ფორმა ეს არ არის. გვახსოვს კაცი საკანში იყო და თაფლი ჭამაო, ამბობდნენ, ახლა იტყვიან, გარეთ, პარტიის ოფისთან მწვადებს წვავდნენო… ეს თემა გამასხარავდება, ჩემი აზრით.

მეორე – დასავლელმა პარტნიორებმა შეიძლება ხელები გაასავსავონ და თქვან არ გიცნობთ, არ გვიცნობთ, თავი დაგვანებეთ, არ ჩავერევით ამ საგიჟეთში – ეს შეიძლება გამოიწვიოს.

რითი უახლოვდებიან ამ ამოცანას, მე ვერ ვხვდები. ამ ტიპის პროტესტი საააკაშვილის თემის მასშტაბურობას კი არა, მარგინალობას გამოიწვევს და ისხდებიან… აგერ მე და აგერ თქვენ…

ერთადერთ ახსნას ვუძებნი, მე როგორც ინფორმირებული ადამიანი – მიშას უმტკიცებენ სიყვარულს, როგორც შენ იტანჯები, მეც ისე ვიტანჯები… მელიას ურჩევნია იშიმშილოს, ალბათ, ისე ძიძგნიან გარეთ და მიშას პატიმრობას მაგას აბრალებენ ფაქტიურად, მელიას მესმის, სრულად იხსნის ახლა პასუხისმგებლობას, წამოგორდება და იშიმშილებს. მაგრამ, პარტიას ურჩევნია? ახლა ყველანი არიან მიშას ღალატში ეჭვმიტანილები და ვინც თავს არ იკლავს და… ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.”


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა