თეგებით ძიება

ამათთან დიალოგი შესაძლებელია? პროტესტის უკიდურესი ფორმა კი არა, სააკაშვილის ბრძანებას ასრულებენ – ამირან სალუქვაძე

ექსპერტი სამხედრო საქმეებში, ამირან სალუქვაძე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას მასობრივი შიმშილობის დაანონსების შესახებ ეხმაურება და წერს:

“რაც გავრცელდა 2 საათის წინ, იშიმშილეთ, თუ არა და დაფინანსებას შეგიწყვეტთო, მართალი ყოფილა.
შიმშილს იწყებენ პრეზიდენტის ინიციატივის პარალელურად, რაც ზეწოლაა პრეზიდენტზეც და საზოგადოებაზეც.თან იმუქრებიან, სამჯერ ახსენეს შესაძლო სისხლისღვრა და დაპირისპირება.
ანუ, საუბარი რაზეა: 7 ნოემბერი, იმედი, ბოტოქსები და ოქროს სამკაულები, გირგვლიანი, გელაშვილი, მოლაშვილი და სხვები არ ყოფილა.სამართლებრივი გზების, აქ თუ სტრასბურგში, ნაცვლად – ყველაფრის უარყოფა და საზოგადოების აზრზე ზეწოლის მცდელობაა, რასაც ახლა იწყებენ. კიდევ იტყვით, რომ ამათ ხელისუფლება აცოცხლებთ?

ან ფიქრობთ, რომ ამათთან დიალოგი და ნორმალური თანაცხოვრება შესაძლებელია? ჯერ შავი სიები გამოჰფინონ, 9 წლის მანძილზე რომ ადგენენ. პროტესტის უკიდურესი ფორმა კი არა, სააკაშვილის ბრძანებას ასრულებენ.”



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა