თეგებით ძიება

არ არის მიხეილ სააკაშვილი ისეთი ადამიანი, რომ თავის მეგობრებს ეუბნებოდეს, თქვენი სიცოცხლე სასწორზე შეაგდეთო - გია ბარამიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე უარყოფს "კურიერის" ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა პარტიის წევრებს შიმშილობის დაწყების შესახებ ულტიმატუმი წაუყენა.

როგორც გია ბარამიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა პროტესტის უკიდურესი ფორმაა, ის ყველაზე მშვიდობიანი და არაძალადობრივია.

"მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა, კაცი სიკვდილის პირას იყო შიმშილობის მე-40, 42-ე დღეს და ა.შ. და მაშინ არ შემოუთვლია ეს ულტიმატუმი და ახლა რატო შემოგვითვლიდა ულტიმატუმს?! არ არის მიხეილ სააკაშვილი ისეთი ადამიანი, რომ თავის მეგობრებს და თანამებრძოლებს ეუბნებოდეს, რომ თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე შეაგდეთ და გინდა მოკვდით და გინდა არ მოკვდეთო,"- აცხადებს ბარამიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა