თეგებით ძიება

პროტესტის მეათე დღე - პროკურატურასთან მოშიმშილე, შვილმკვდარი მამის მდგომარეობა დამძიმდა

პროტესტის მეათე დღე - შვილმკდარი მამა, კარლემ მერტონიანი რომელიც პროკურატურასთან შიმშილობს შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა ცნობილი.

"ძალიან ცუდად ვარ, მუცელში და ფეხებზე ტკივილები მაქვს. უკვე ძალა აღარ მაქვს. 10 დღეა ვცდილობ ხმა მივაწვდინო პროკურატურას და არავის აინტერესებს აქ რატომ ვარ. შიმშილობას არ შევაჩერებ, წყლის მიღებასაც შევწყვეტ. მე შვილი მომიკლეს და 6 წელია დამნაშავეებს არ სჯიან. დამნაშავე პროკურორებმა და პოლიციელებმა პასუხი უნდა აგონ. ვითხოვ შემხვდეს ირაკლი შოთაძე და ფაქტებით და დოკუმენტებით დავუმტკიცებ, რა კორუფცია მოხდა ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე"- აცხადებს შვილმკვდარი მამა.

მოქალაქე ამტკიცებს, რომ გამოძიებას პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებს და დამნაშავეებს მფრველობს.

მერტონიანი ხელს "ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატს სამსონ თამარიანს ადებს. მისი თქმით, წალკის საკრებულოს ყოფილი წევრი მის 14 წლის ძმიშვილს ავტომობილით შეეჯახა, თამარიანის შვილმა კი 23 წლის ბიჭი მოკლა.

საუბარია 2016 წელს მომხდარ დანაშაულზე, როცა 23 წლის ანტონ მელტონიანი მოკლეს. მამის მტკიცებით, ახალგაზრდა ბიჭს ტყვია შუბლში დაახალეს.

მისივე თქმით, სასტიკ დანაშაულში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, თუმცა პოლიციამ მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა