თეგებით ძიება

წლებია სუსის ყველა სააგენტო ჩემს პოსტებს დაათრევს - მეგი გოცირიძე

მგონი ხიხოს ვუყვარვარ, ვერ გამომიტყდა და ამ ფორმით მიხსნის სიყვარულს – მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„წლებია სუსის ყველა სააგენტო ჩემს პოსტებს დაათრევს და კომენტარებში- ქოჩორს ხელი გაუშვი მიდის ???? ფეიკების გამოშვება რომ დაიწყეს კოკა დეიდას ქარხანაში, ერთ-ერთი პირველი სამიზნე მე გახლდით და რა სიბინძურეები არ დამიყარეს, მათ შორის მეტი დამაჯერებლობისთვის თითქოსდა საგაზეთო ინტერვიუდან ამონარიდად ავრცელებდნენ , რეზო ამაშუკელზე აღარაფერს ვამბობ რა ეპითეტებით მიხსენიებს , ეს დარტყმული ჯამბაზი ” ალია” და ” ასავალ-დასავალი”, ხომ აფანატებს ჩემზე შალიკოვიზია გადაცემებს მიძღვნის და ახლა ვინმე “ალტინფო “-საც დაუდია ჩემთვის პატივი და რა მაინტერესებს იცით? არ ვარ არცერთი პარტიის სახე, არ ვარ არცერთი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, არ ვარ თანამდებობაზე, არ ვარ პოლიტიკოსი, არ მაქვს ფული , არ დავდივარ ტელეეთერებში და ნეტავ რამდენს უხდის ხიხო, ასე რომ მაპიარებენ ეს უბედურები და მგონი ხიხოს ვუყვარვარ, ვერ გამომიტყდა და ამ ფორმით მიხსნის სიყვარულს, ეს მიწადასაყრელი სხვა რა ვიფიქრო“ – წერს მეგი გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა