„ქართველი მეზღაპრეების პროგნოზი „ომიკრონთან“ მიმართებით ჰგავს ბატონი ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზებს“ - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ომიკრონის“ შესახებ წერს.
"ომიკრონი არის საშიში, უფრო საშიში, ვიდრე ეს გარედან ჩანს.
“იოლი ფორმით გადაიტანა” არის მოჩვენებით ხასიათის. კოვიდის ომიკრონის ვარიანტი კატასტროფულად სწრაფად ვცელდება და შესაბამისად უფრო ბევრ ადამიანს დასჭირდება ჯანგბადი და ჰოსპიტალიზაცია!
ქართველი მეზღაპრეების (საქართველოში და საზღვარგარეთ) პროგნოზი ომიკრონთან მიმართებაში ჰგავს ბატონი ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზებს. სირცხვილია უბრალოდ, როცა ჩემი კოლეგები ასტროლოგებივით იქცევიან! რაც არ იცი, ჯობს, არ ილაპარაკო! მოსახლეობისთვის ტყუილი იმედების მიცემა არის ზუსტად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველოში აღარ ენდობიან ჯანდაცვის სისტემას და არ ენდობიან ვაქცინაციას!
ომიკრონი არის საშიში, მარტო გუშინ საფრანგეთში ოფიციალურად დაინფიცირდა 180,000 ადამიანი!
პოლონეთში დღეს კოვიდისგან გარდაიცვალა 794 ადამიანი და 600 იყო აუცრელი!
ბრიტანეთში დღეს 130,000 დაინფიცირდა.
შეჯამება:
ომიკრონი არის კოვიდი
ომიკრონგადატანილს აქვს პოსტკოვიდური პრობლემები ისევე, როგორც დელტა ვარიანტის დროს (კოვიდ გადატანილთა 70% აქვთ სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური პრობლემები)
ომიკრონი არის ოდნავ უფრო იოლ ფორმაში (დელტასთან შედარებით), მაგრამ არა ყველასთვის. აცრილებისთვის უფრო იოლ ფორმაშია აუცრელებში - უფრო მძიმე ფლრმაში.
ომიკრონის კატასტროფული გავრცელების შედეგად უდიდესი ზეწოლა უკვე არის ჰოსპიტალურ სექტორზე. იქ, სადაც მოსახლეობა ნაკლებად ვაქცინირებულია, იქ საავადმყოფოებზე მოთხოვნა იქნება უფრო დიდი და სიკვდილიანობა იქნება უფრო მაღალი!
საქართველო დღესვე უნდა გადავიდეს მხოლოდ ფაიზერის ვაქცინაზე: პირველი დოზა მხოლოდ ფაიზერი; ვინც პირველი დოზა აიცრა სინოვაკით / სინოფარმით, მე-2 დოზა უნდა იყოს მხოლოდ ფაიზერი; მე-3 დოზა (ბუსტერი) მხოლოდ ფაიზერი.
საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს, რომ შემოიტანოს დამატებითი დოზები ფაიზერის და ასევე მიდერნას ვაქცინების (ამჟამად პირადად მე მოდერნას ვუწევ რეკომენდაციას, განსაკუთრებით, ბუსტერისთვის)
საქართველომ უნდა განახორციელოს ყველა რეგიონში საწოლფონდის და ჟანგბადის სრული მზობა.
კოვიდ პასპორტი არის გასაუქმებელი. მან თავისი ფუნქცია დაკარგა და ის უნდა გარდაიქმნას ვაქცინაციის საბუთად. დღეს ახრი აქვს მხოლოდ იმას, ვაქცინირებული ხარ თუ არა პროტოკოლის მიხედვით და თუ გადაიტანე ან დაიტესტე, ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არანაირი ეფექტი აღარ აქვს!
სამედიცინო პირბადეები სავალდებული უნდა იყოს ყველგან და გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმი
დახურილ სივრცეებში კვება/დალევა და ლაპარაკი უნდა იყოს აკრძალური/შემცირებული (მეტროში ნუ ლაპარაკობთ, ამით ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობთ). რესტორანში დაშორებით იჯექით პირბადის გარეშე, მაგრამ მაგიდიდან რომ ადგებით, უნდა გამოიყენოთ პირბადე!
დისტანცია უნდა იქნას დაცული ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და ხალხმრავალი შეკრებები უნდა იქნას მინიმუმამდე დაყვანილი
ყველა მაქსიმალურად უნდა გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე
ვიყოთ პოზიტიურები და ასევე პრაგმატულები.
არ ჩავკეტოთ ქვეყანა, ჩავკეტით ვირუსი", - წერს ფხაკაძე.