თეგებით ძიება

ძალიან ბევრი ადამიანია მობილიზებული იმისთვის, რომ ქვეყანაში ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს - ირაკლი ფავლენიშვილი

"დაიტოვეს" დაანონსებულ აქციას დღეს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაც" შეუერთდება. ამის შესახებ კოალიციის გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისინი ყველას აქციას სოლიდარობას უცხადებენ.

ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო აქტორები და ძალიან ბევრი ადამიანი,  არა მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფები არიან გაბრაზებულები და ძალიან მობილიზებული იმისთვის, რომ ქვეყანაში ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს და ყველა აქციას ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ და დღევანდელ აქციაზეც ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილები, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა