ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან შეხვედრა ჩანიშნა
ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრაპის შეხვედრის თარიღი ცნობილია. ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი არჩეულ პრეზიდენტს 13 ნოემბერს, თეთრ სახლში უმასპინძლებს.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრა ოვალურ კაბინეტში, 11:00 საათზე დაიწყება.
დონალდ ტრამპის, როგორც შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს, ვაშინგტონში კაპიტოლიუმის დასავლეთ ფრონტზე გაიმართება.