თეგებით ძიება

“არ გაღიზიანება კი არა, ჩა@მაა ეს და მეორეჯერაც თავის მიშვერა! ფუუუ!” – მარიამ დოლიძე

სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ დოლიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს:

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia რა გახდა, უბრალოდ რომ გველაპარაკოთ. რა გახდა ერთი პოსტი ან ტვიტი რომ გამოაქვეყნოთ, - გაცვეთილი, ზოგადი სიტყვები მაინც გვითხრათ, რომ ყველაფერს აკეთებთ ქართველი ყოფილი სამხედროს, მამუკა ჩხიკვაძის დასახსნელად რუსი ოკუპანტებისგან!
წითელ ჯვარსაც არ უშვებენ მასთან, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ 2008წლის ომისა და უკრაინა-რუსეთის ომის მონაწილე სამხედროს, აწამებენ!
მაინცდამაინც ნაწილ-ნაწილ უნდა გამოგვიგზავნონ ადამიანი, რომ ხმა ამოიღოთ? მერე ხო დამწკრივდებით დამწუხრებული საჯარო პოსტებით!
გიყურებდით ეს დღეები, იქნებ რამე წამოსცდეთ-მეთქი. ამერიკის ტაიფუნებიდან დაწყებული ყატარის ეროვნული დღესასწაულის მილოცვით დამთავრებული, ყველაფერზე წერთ, მამუკაზე - არა!
გასაგებია, რომ ფრთხილი თემაა და ოფიციალურად მიჰყვებით არ გაღიზიანების პოლიტიკას, მაგრამ ამაზე დუმილი ნორმალურია?! არ გაღიზიანება კი არა, ჩაჯმაა ეს და მეორეჯერაც თავის მიშვერა! ფუუუ! ფუუუ!", - წერს დოლიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა