თეგებით ძიება

ყაზახებმაც მოახერხეს დემოკრატია და ჩვენ რა გვჭირს - სალომე სამადაშვილი

ყაზახებმაც მოახერხეს დემოკრატია და ჩვენ რა გვჭირს, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა დაწერა.

„ყაზახეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვინაა პრემიერი ან მთავრობის შემადგენლობას;

მთავრობა გადააყენა პრეზიდენტმა - ძალაუფლების შესანარჩუნებლად;
ძალაუფლების რეალურად მფლობელები რჩებიან იგივე, ახლაც და სავარაუდოდ, კიდევ დიდ ხანს, მხოლოდ კლანებს შორის გადანაწილების ფორმულა შეიძლება ოდნავ შეიცვალოს-იქით ან აქეთ.
ისე, ინფორმაციისთვის, თვითგვემას სანამ დავიწყებთ-ყაზახებმაც მოახერხეს ‘დემოკრატია’ და ჩვენ რა გვჭირს”, – წერს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის მთავრობა საზოგადოების პროტესტის გამო გადადგა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა