თეგებით ძიება
06. 01. 2022 COVID - 19

1 821 თბილისი, 325 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 41 236 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 949 176-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6,18%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.43%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 908 813.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 082 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 821

⭕ აჭარა - 460

⭕ იმერეთი - 325

⭕ ქვემო ქართლი - 175

⭕ შიდა ქართლი - 220

⭕ გურია - 141

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 161

⭕ კახეთი - 162

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 61

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 35

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 255 საიდანაც: 4 372 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 034, აჭარაში - 510, იმერეთში - 735.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 120 პირი, მათ შორის, თბილისში - 553, აჭარაში - 124, იმერეთში - 277. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი, მათგან თბილისში - 153, აჭარაში - 33, იმერეთში - 30. 936 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 628 - თბილისში, 269 - აჭარაში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 503 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა