იწყება ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირების - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ინფიცირების აღმავალი ტალღა იწყება.
"იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც დიდი ალბათობით გამოწვეულია ამ ახალი შტამით. მისი გავრცელების სისწრაფე დაახლოებით 3-4-ჯერ და კიდევ უფრო მეტია, ვიდრე აქამდე არსებული შტამების. ასევე განსაკუთრებული ტროპიზმი აქვს ახალგაზრდა ასაკის ადამიანებისადმი. რეინფექციის პროცენტი საკმაოდ მაღალია, ბუსტერიზირებულ ადამიანებში შედარებით ნაკლებია ინფიცირების მაჩვენებლები,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.