თეგებით ძიება

"თევზის სუნი გაუსაძლისს ხდის არსებობას" - გიგი უგულავა ფოთში ანტისანიტარიაზე წერს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა ფოთში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს.

"ეს ფოტოები შეიძლება შემთხვევითია, რა მოხდა დაიყარა თევზი, მაგრამ სინამდვილეში სიმბოლიზირებს ფოთის ყოფას. ყველა უყურადღებობასა და გაჭირვებასთან ერთად თევზის სუნი გაუსაძლისს ხდის არსებობას და ამას სჩადის მაჟორიტარი ხახუბია და მთელი ქართული ოცნება, მერის ჩათვლით ამ საძაგლობაში მონაწილეობენ. მე ვაპირებ ამ მიმართულებით მუშაობას, ბრძოლას. გიორგი აბსარიძემ (გახარიას პარტიის ფოთის კანდიდატი) გადაიღო ეს ფოტოები. მასაც აწუხებს ეს საკითხი. მოდით ამ კონკრეტულ თემაზე გავაერათიანით ძალისხმევა. მე ვგეგმავ ფოთში იანვარში ყოფნას და მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად, პარტიებთან და საზოგადოებრივ ჯგუფეფთან ერთად ამ საკითხის წინ წამოწევას", - წერს უგულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა