თეგებით ძიება

"რაღაც ჯადოსნური ამბავი რომ დგას, ამას გრძნობ. შობას გილოცავთ!" - გიორგი კეკელიძე

მწერალი, გიორგი კეკელიძე ოჯახში არსებულ გურულ საშობაო ტრადიციაზე სოციალურ ქსელში წერს:

"ხომ არის ჩაძინების სახეობები და ჩაძინებათაგან საფეხურით მაღალი საქმე, მაგალითად ასეთი: ოთხოცდაათიანების რომელიღაც წელია, სოფელში წევხარ ღუმელის კვამლით თვალებდასიებულ ოთახში, შენები ბუნდოვნად ლაპარაკობენ და თვალებზე რაღაც გებლანდება. ცალი ფეხი ზმანებებში გაქვს, ცალი ხტუნიამწერებშეფარებულ ტახტზე და უცებ ბებია გიყვირის: აბა, ადექი, ადექი - გამოცხვა. შენ დგები, ისე რომ ცალ ფეხს ისევ სიზმარში ტოვებ. და ვერ ხვდები, რატომ გაგაღვიძეს. ბებიას უჭირავს ღვეზელი, იგივე მუცლის სალოცავი, საშობაო, სამჯერ შემოგატარებს და ამბობს: „შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს. შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს". დგახარ, ოდნავ ბანცალებ და ვერ ხვდები, ან მუცელი რატომ გტკივა, ან რატომ გაგაღვიძეს. მაგრამ რაღაც ჯადოსნური ამბავი რომ დგას, ამას გრძნობ. შობას გილოცავთ!", - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა