თეგებით ძიება

"პატრულზე ვარ გაბრაზებული, ალკოტესტი აქვთ ყალბი!" - დათო ბოტკოველი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, დათო ბოტკოველი "სასოწარკვეთილი მომხმარებლების" ჯგუფში ალკოტესტის სავარაუდო გაყალბებაზე წერს.

"პატრულზე ვარ გაბრაზებული, ალკოტესტი აქვთ ყალბი !
გამარჯობა
მოკლედ დღეს მარკეტიდან გამოვედი და ვიყიდე რაღაცა პროდუქტი და ხელს გამოვაყოლე 1 ლუდი შავი ლომი, სრულებით ფხიზელმა ვიდრე სახლში მივიდოდი ვერ მოვითმინე და გავხსენი და რამდენიმე ყლუპი დავლიე,
ფოტო ავტვირთულია რაც დავლიე!

ხოდა საიდან დამინახა პატრულმა და მერე საიდან იცნო რომ ლუდს ვსვავდი არ ვიცი, თან გასარეცხი მანქანა და მინები იყო, მოკლედ გამაჩერეს და ალკოტესტმა მიჩვენა 0.64.

ეს არის სრული აბსურდი, რადგან 3 ბაკალზეც კი 0,25 არ ვცდებოდი არასოდეს
რასაც მივხვდი ძალიან უნდათ რომ მანქანები შეამცირონ გზებზე და ძალით აჩალიჩებენ, რადგან 15 წუთით უკან დააფიქსირა პატრულმა ალკოტესტი ვიდრე რეალურად იყო მაგრამ ეს მერე ვნახე როცა ღუდუშაურში მივდიოდი გადამოწმებაზე!

ახლა ღუდუშაურში მივედი და 30 წუთი იქ ველოდე, რაღაცა დავა ჰქონდათ ბიჭებს იქ რომ 140 ლარი რაში გადავიხადოთ ფხიზლები ვართო და პატრული ჰყავდათ გამოძახებული და ამიტომ მოვცდი მანდაც, მოკლედ ანალიზი ვინც ამიღო ახლა იმან დაუმატა 3 წუთი, არადა საათი წინ ეკიდა, მაგრამ რომ ავხირებულიყავი ძალით არ დაეწერათ მერე ცუდი პასუხი რავიცი და არაფერი ვუთხარი, გაჩუმება ვარჩიე, მოკლედ გამოიყვანეს 1 საათი და 30 წუთი ალკოტესტიდან ღუდუშაურტესტამდე, არადა ჯამში 1.10 წუთი იყო მხოლოდ გასული
კაი ეგ არაფერი და 100 თუ 150 გრამ ლუდზე 1.10 წუთი რომ გავიდა რეალურად, 0 არ უნდა დაფიქსირდეს? ვის გქონიათ გამოცდილება?

და მეორე საკითხი, ეხლა ეს მე რომ ღუდუშაურში გავიტესტე ეს ხომ უნდა მივიტანო ხვალ ნომერ 12 ოთახში?
და პრობლემა ისაა რომ ხვალ მე მგონი და 10 იანვრამდეც არ მუშაობენ და რა უნდა ვქნა?
პატრული იქნება ალბათ აქ ვინმე და გამცემს იმედია პასუხს რა უნდა ვქნა ამ დროს, კანონით მეკუთვნის ღუდუშაურის პასუხამდე რომ უფლება მქონდეს ვიარო და როგორ იქნება ეს ამბავი რომ არ მუშაობენ?

და თქვენი გამოცდილებები დაწერეთ თუ შეიძლება საერთოდ აზრი აქვს ღუდუშაურში მისვლას? იქნებ პროსტა ფულს გახევენ და რასაც პატრული წერს მაინც საბოლოოდ ის გამოჰყავთ ?
მადლობა", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა