თეგებით ძიება

"არასოდეს დამავიწყდება ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი...ძალიან დიდი მადლობა!" - ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.

"შობას გილოცავთ!
შობა ასოცირდება სითბოსთან, სიყვარულთან, თანადგომასთან, სიკეთესთან.
ბოლო 2 კვირაში იმდენი ადამიანის (ნაცნობის, სრულიად უცნობის) მხარდაჭერა, სითბო და სიყვარული მივიღე, არ ვიცი რამდენი წელი უნდა ვიცხოვრო, რომ ამ ყველაფრის დაფასება და უკან დაბრუნება შევძლო.
არასოდეს დამავიწყდება ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი, რომელიც ჩემს პირად ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი მძიმე მოვლენა, თუმცა უპრეცედენტო მხარდაჭერის მიღების მაგალითი!
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ვინც არ უნდა იყოთ მანდ! ", - წერს ლონდა თოლორაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა