თეგებით ძიება

"ღმერთი რომ სამართლიანია და სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დგება" – ინგა გრიგოლია

UNESCO-მ “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორი 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლაშქარავა 5 ივლისს დაშავდა და ამის გამო 11 ივლისს გარდაიცვალა.

“ტვ პირველის” ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ღმერთი სამართლიანია. შობის დღეს ვიგებთ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში, unesco-ს მიერ, 5 ივლისის გამო, ლექსო ლაშქარავას დასახელებას. საბოლოოდ ცხოვრება ყველაფერს თავის სახელს არქმევს. ხოლო, ღმერთი რომ სამართლიანია და სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დგება, ადრე თუ გვიან, გარდაუვლად დააყენებს ყველა იმ პირის სამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც 5 ივლისს მედიაზე შტურმი მოაწყო და ვინც ხელისუფლებიდან ეს სპეცოპერაცია დაგეგმა... მოკლული ქართველი ჟურნალისტი, ლექსო ლაშქარავა -unesco-ს სია", - წერს გრიგოლია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა