თეგებით ძიება

"ზუსტად ამნაირმა ხალხმა აირჩია 2012 წელს ტყუილების გუდა და მოუშორებელი ჭირი “ოცნება” - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

"ყაზახეთის მოვლენების კონტექსტში, ათასი ვერსია წავიკითხე, საქართველოში ოპოზიციამ რა უნდა ქნას/რას უნდა აკეთებდეს/რა არ თუ ვერ გააკეთა. და არც ერთი არ წამიკითხავს, თვითონ ამის დამწერმა ათასმა - რა.
ხელისულფების წყარო არის ხალხი - არც ოპოზიცია, არც მედია, არც არასამთავრობო სექტორი - ხალხი, რომელიც ამას ყველაფერს კი მოიცავს, მაგრამ თავად განზე არ დგას, პირიქით, ცენტრშია.
აი, ზუსტად ოპოზიციამ რომ უნდა გააკეთოს შენს ნაცვლად, ფული სახლში უნდა მოგიტანოს, ხელისულფება შეცვალოს და ასე შემდეგ, ძირითადად, ზუსტად ამნაირმა ხალხმა აირჩია 2012 წელს ტყუილების გუდა და მოუშორებელი ჭირი ქართული ოცნება.
ერთი წინადადებით რომ გამოხატა გურანდა გაბუნიამ, "ბიძინა ციდან ჩამოგვიგდო ღმერთმაო", - ამ ერთი შეხედვით სასაცილო და სინამდვილეში ტრაგიკული მესიანიზმით შეპყრობილმა ხალხმა", - წერს გვარმია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა