თეგებით ძიება

"ამაზე გათახსირებული ნაძირალა მეორე არ ვიცი" - რატომ უპირისპირდება ნიკა გვარამია ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძეს?

"მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია აკრიტიკებს ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძეს, რომელმაც გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეებზე ექსპერტიზის დასკვნას ხელი მოაწერა.

"ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამარცხვინო და ყალბ დასკვნას ხელს აწერს და ეთანხმება გარდაცვლილის მხარის მიერ ჩართული ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე. შაქარაშვილის საქმეზეც გარდაცვლილის მხარის მიერ ჩართული რომ იყო და სახელმწიფო ექსპერტიზას რომ ასწრებდა სიყალბეში და "დაიხრჩოო" რომ აცხადებდა, აი ის "ექსპერტი" გეჯაძე.
ამაზე გათახსირებული ნაძირალა მეორე არ ვიცი", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, დღეს იუნესკომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა