თეგებით ძიება

"მოგმართავთ ყველას, ვინც დაიჯერეთ ამბავი იმის შესახებ, რომ ლექსო ნარკოტიკით გარდაიცვალა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი "ტვ პირველის" გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"იუნესკომ თქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა სადაც ჟურნალისტი (ოპერატორი) მოკლეს. იუნესკომ თქვა რომ ამბის მთავარი დღე 5 ივლისია.

ლექსო

მოგმართავთ ყველას, ვინც დაიჯერეთ ამბავი იმის შესახებ რომ ლექსო ნარკოტიკით გარდაიცვალა, ხელისუფლებას ამ დრომდე დასკვნა არ დაუდია. თუ გამოიცნობთ რატომ? იმიტომ რომ ეგ საკენკი თქვენთვის გადმოყარეს და აკენკეთ როგორც ყველა სხვა დანარჩენი ნაგავი ამ დრომდე", - წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს "იუნესკომ" ოპეატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. დღესვე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმად: ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ სისხლ-ძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა