თეგებით ძიება

"იუნესკოსთან არ წერია ის, რომ ლექსო ლაშქარავას კიდევ სხვა სიკვდილს უპირებდა "ოცნება" სათვალთვალო კამერების კადრებით და მდაბიო მინიშნებებით" - ნუგზარ წიკლაური

"ნაციონალური მოძრაობი" წევრი, ნუგზარ წიკლაური "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მოკლული 5 ივლისს, საქართველოში - ეს წერია იუნესკოს გზავნილში ლექსო ლაშქარავაზე.

ზუსტად იმ დღეს მოკვდა, როცა ქოცების მიერ ორგანიზებულმა მდევარმა სიმართლის ასახვისთვის, ჟურნალისტური წესიერებისთვის დასაჯა და სიცოცხლე მოუსწრაფა.

იუნესკოსთან არ წერია ის, რომ მას კიდევ სხვა სიკვდილს უპირებდა ქართული ოცნება სათვალთვალო კამერების კადრებით და მდაბიო მინიშნებებით.

არ წერია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სცადეს და ვერ მოახერხეს ეს სულმდაბლობა და მოკლულის მეორედ მოკვლა", - წერს ნუგზარ წიკლაური.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 იანვარს "იუნესკომ" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. დღესვე , შსს-მ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად: ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ სისხლ-ძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა