თეგებით ძიება

"გაორებული საქართველო..." - გოგა ჩანადირი შობის ძველი და ახალი სტილით აღნიშვნაზე

ფოტოხელოვანი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი შობის ძველი და ახალი სტილით აღნიშვნის საკითხს სოციალურ ქსელში განიხლავს:

"გაორებული საქართველო
1918 წლიდან ორი კალენდრით ცხოვრობს საქართველო - საერო, გრიგორიანული, იგივე ახალი სტილის და საეკლესიო - იულიუსის კალენდრებით.
ეს ყველაფერი ხელს გაორებებს უწყობს.
ახალი წელიც კი 2 გვაქვს.

ბევრი ქართველისთვის შობაც 2 გამოდის - ემოციური, რომელიც 25 დეკემბერს უკავშირდება და დეოემბეტსაც ძველქართულად სწორედ ქრისტეშობიათვე ჰქვია და ეკლესიის მიერ დადგენილ 7 იანვარს.

მოკლე ამბავი კლენდარზე:

საკალენდრო ციებ-ცხელება ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე 46 წელს რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა დაიწყო.
სწორედ ამ კალენდრით გაჩნდა ნაკიანი წელი, როდესაც 4 წელიწადში ერთხელ თებერვალი 29 რიცხვით უნდა დასრულებულიყო, ნაცვლად 28-ისა.

იულიუსის კალენდრით ყოველ 128 წელიწადში 1 დღე ცდომილება იყო და დაზუსტება ისევ რომმა აიღო საკუთარ თავზე, ამჯერად პაპმა გრიგოლ მე-13-მ. მან 1582 წელს გრიგორიანული კალენდარი შემოიღო, რის მიხედვითაც წელი 10 დღით გადახტა, ხოლო მეოცე საუკუნეში დროის დეკრეტის მიხედვით კიდევ სამი დღე დაემატა.

საქართველოში კალენდარზე მსჯელობა 100 წლის წინათ დაიწყო, როცა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ 1918 წელს ახალი სტილის კალენდარი დაამტკიცა, ქართული ეკლესია კი - ძველზე დარჩა.

მხოლოდ პატრიარქ ამბროსი ხელაიას დროს დედაეკლესიამ ახალი სტილის კალენდრით 1923-1925 და 1927-1928 წლებში ისარგებლა. თუმცა, როგორც ჩანს, რუსული ეკლესიის გავლენას თავი ვერ დავაღწიეთ და 1928 წლის 28 სექტემბერს სინოდმა ახალი სტილის კალენდარი მრევლის არაინფორმირებულობის მიზეზით დროებით შეაჩერა.
მას შემდეგ ჩვენთან აღარაფერი შეცვლილა.

ეს მაშინ, როდესაც საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
ჩვენ კი დავრჩით გაორებულები
ინფორმირებულობის პირობებშიც კი
და ეს გაორება ბევრ რამეში გვახსენებს თავს, მათ შორის პოლიტიკურ ორიენტაციაში.
ასეთ დროს, ურთულესია ერი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდეს და შესაბამისად, გაურკვევლობების გამო, პრობლემების მოგვარებაც იწელება", - წერს ჩანადირი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა